იტალიური კალიის საწინააღმდეგოდ კახეთში 15 ათასი ჰექტარია დამუშავებული

კახეთის რეგიონში იტალიური კალიის საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს და დღეისათვის 15 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამურნეო კულტურების დაცვას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

სურსათის ეროვნული სააგენტო საშიში მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ატარებს. კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და მცხეთა მთიანეთის რეგიონებში უკვე 35 ათასი ჰექტარი ფართობია დამუშავებული. აგრეთვე მონიტორინგის და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით ყოველწლიურად ტარდება ტრანსასაზღვრო კვლევები საქართველოს და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად