იტალიური ავეჯის სახლი “ვერონა” ახალ ლოკაციაზე გადადის

იტალიური ავეჯის სახლი „ვერონა“ დავით აღმაშენებლის ხეივანზე ახალ შოურუმის მშენებლობა დაასრულა და მისი გახსნა მიმდინარე კვირაში იგეგმება.

შენობის პროექტირებაში მონაწილეობდნენ იტალიელი და ქართველი არქიტექტორები და მას საფუძვლად დაედო მწვანე კონცეფცია. პროექტი მოიცავს 500 კვმ. გამწვანებულ რეკრეაციულ სივრცეს, რომელშიც ინტეგრირდა არსებული მრავალწლოვანი ნარგავები. ფასადის მოსაპირკეთებლად შერჩეული იქნა ქართული ბუნებრივი ქვა. შესასვლელი თაღი მოიხატა ქართველი მხატვრების მიერ, რაც შენობის ექტერიერის გამოკვეთილი დეტალია.

შოურუმში ერთ სივრცეში, რეალურ გარემოში წარმოდგენილია საოჯახო ავეჯი, სამზარეულოები, სამზარეულოს ტექნიკა, სანათები, ხალიჩები, დეკორაციები და აქსესუარები.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად