იტალიის ვიცეპრემიერი: პუტინი უდიდესი პრეზიდენტია

იტალიის ვიცეპრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უდიდესი პრეზიდენტი უწოდა.

მისი თქმით, იგი იმუშავებს იმაზე, რომ მოსკოვსა და რომს შორის ურთიერთობა უკეთესი გახდეს.

„პუტინი – უდიდესი პრეზიდენტია. ასე ვამბობ, რადგან ასე ვფიქრობ, და არა იმიტომ, რომ ამის თქმისთვის ფული გადამიხადეს, როგორც ედ ზოგიერთ გამოცემას ჰგონია“, – განაცხადა მან.

სალვინიმ აგრეთვე შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის, ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს და უნგრეთის პრემიერმინისტრის ვიქტორ ორბანის საქმიანობები.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მილანის პროკურატურამ, რუსეთის მიერ იტალიური პარტია „ლიგას“ დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის მიზეზი კი გახდა BuzzFeed-ის სტატია, რომელშიც საუბარი იყო 2018 წლის ოქტომბერში, პარტიის წარმომადგენლებსა და ზოგიერთი რუსი მეწარმის შორის გამართული შეხვედრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...