იტალიის შს მინისტრი რიჩარდ გირს: შეგიძლია, მიგრანტები ჰოლივუდში წაიყვანო და ვილებში დაასახლო

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი ამერიკელი მსახიობის რიჩარდ გირის ქმედებას გამოეხმაურა, რომელმაც ხმელთაშუა ზღვაში, გემზე მიგრანტებისთვის საქველმოქმედო აქცია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

”ჩვენ კეთილშობილ მილიონერს Open Arms-ის გემზე მიგრანტების მონახულებისა და მათი ბედის გამო შეწუხებისთვის მადლობას ვუხდით: შეუძლია ისინი ჰოლივუდში, საკუთარი თვითმფრინავით წაიყვანოს და ვილებში დაასახლოს. მადლობა რიჩარდ“,-წერს მატეო სალვინი.
9 აგვისტოს, რიჩარდ გირი Open Arms- ის სამაშველო გემს ეწვია, რომელზეც 160 მიგრანტი იმყოფება. მსახიობმა მათ ჰუმანიტარული დახმარება გაუწია – საკვები, წყალი, ხილი და ბოსტნეული ჩაუტანა. აღსანიშნავია, რომ იტალიის კუნძულზე დასვენებისას მსახიობის იახტას ასეთი წარწერა ჰქონდა: “თქვენ მარტო არ ხართ”. პრესკონფერენციაზე მან იტალიის ხელისუფლებას მოუწოდა, იპოვონ ადგილი, სადაც მიგრანტების გემი გაჩერებას შეძლებს.

ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების გემი დაახლოებით ერთი კვირაა იმყოფება, რადგან იტალიის ხელისუფლება მათ გაშვებაზე უარს აცხადებს. მთავრობა, რომელიც 2018 წლის ზაფხულში აირჩიეს, არალეგალურ მიგრაციას მკაცრად ეწინააღმდეგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...