იტალიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა

20 აგვისტოს, იტალიელი სენატორები საგანგებო შეხვედრაზე შეიკრიბნენ, რათა მთავრობაში არსებული კრიზისი განიხილონ. მათ ასევე მთავრობის მუშაობის შესახებ პრემიერმინისტრის ჯუზეპე კონტეს მოხსენებას მოუსმინეს. იტალიური მედია წინასწარმეტყველებდა, რომ იგი თანამდებობას დატოვებდა და ასეც მოხდა.

სიტყვით გამოსვლისას მან ვიცე-პრემიერი და პარტია“ ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი მთავრობის კრიზისის პროვოცირებას ახდენს.
აღნიშნულის შემდეგ კი დასძინა, რომ მისმა მთავრობამ 14 თვის განმავლობაში ბევრი რამის გაკეთება შეძლო.
ბოლოს, იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სერჯო მატარელას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცნობებს.
”ლიგის“ გადაწყვეტილება გულისხმობს, რომ მე სახელმწიფო მმართველობაში გამოცდილებას ვასრულებ, ამის გაკეთებას ვაპირებ. დისკუსიის დასასრულს, პრეზიდენტთან წავალ და მას გადადგომის შესახებ ვაცნობებ”,- აღნიშნა კონტემ.
”ახლა, ამ კრიზისს მატარელა უხელმძღვანელებს, მადლობას ვუხდი მას რჩევებისთვის, რომელიც მომცა. მადლობას ვუხდი ყველა პარლამენტარს, მათ შორის ოპოზიციასაც, თქვენს აზრს ყოველთვის ვითვალისწინებდი ”,- აღნიშნა კონტემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად