იტალიის პრემიერი ევროკავშირის დადგენილ “მწვანე დერეფნებზე” უარს ამბობს და ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ შეთავაზებული ტურიზმის გეგმა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ბლოკის შიგნით მდებარე ქვეყნებს შორის სპეციალური ე.წ. მწვანე დერეფნების გაკეთება, და აგრეთვე განაცხადა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ იტალიამ ევროკავშირი დატოვოს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

შეთავაზებული დერეფნები საშუალებას მისცემს ისეთ ქვეყნებს, სადაც Covid-19-ის ინფექციის მაჩვენებლი დაბალია ან მკვეთრად მცირდება, შეარჩიონ რამდენიმე მიმართულება მანამ, სანამ საზღვრები ბოლომდე არ გაიხსნება.

“ჩვენ არ ვიღებთ ორმხრივ შეთანხმებებს ევროკავშირის შიგნით, რაც შექმნის ტურისტებს პრივილეგირებულ ბილიკებს,” – თქვა კონტემ ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ტურიზმი არ შეიძლება განპირობებული იყოს ორმხრივი შეთანხმებებით, ან ჩვენ არ ვიქნებით ევროკავშირში, ამას არასდროს დავუშვებთ”, – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ტურიზმი წარმოადგენს იტალიის მშპ-ს 13%-ს.

კონტეს კომენტარი მოყვა იიმას, რომ ევროკავშირი ფიქრობს, დაუშვას თუ არა ე.წ. “მწვანე დერეფნები” ან “მოგზაურთა პიკები” ქვეყნებს შორის, მათი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე.

კონტემ აგრეთვე განაცხადა, რომ მან უთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლიაიენს, რომ ეს “დერეფნები” ნიშნავს ევროკავშირის ერთიანი ბაზრის “განადგურებას”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად