იტალიის პრემიერი პარლამენტს, საგანგებო მდგომარეობის ოქტომბრამდე გახანგრძლივებისკენ მოუწოდებს

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ პარლამენტს შესთავაზა ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის 15 ოქტომბრამდე გახანგრძლივება.

”საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივება გარდაუვალია და გამართლებულია, რადგან ქვეყანაში კვლავ ვრცელდება ვირუსი”, – თქვა კონტემ სენატში გამოსვლის დროს.

მისი პოზიციის დასამტკიცებლად, პოლიტიკოსმა განმარტა, რომ საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების გარეშე, ამჟამად ძალაში შესული 38 სამთავრობო ბრძანება დაკარგავს ძალას, რომლის გარეშეც იტალიაში კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლა ძალიან რთული იქნება.

”2014 წლიდან დღემდე, იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 154-ჯერ დაინერგა და 84 შემთხვევაში გაგრძელდა“, – თქვა კონტემ.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პარლამენტარები მიიღებენ გადაწყვეტილებას საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების შესახებ, რადგან მთელი ქვეყნისთვის, ამას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება.

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრის მიზნების საწინააღმდეგოდ ისაუბრეს. ”ვშიშობ, რომ ერთადერთი საგანგებო სიტუაცია, რომელშიც ამჟამად იტალიაა, არის სიტუაცია, როდესაც მმართველმა უმრავლესობამ არ იცის, კიდევ სად მიეხეთქოს თავით კედლებს”, – თქვა ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მატეო სალვინიმ.

იტალიაში საგანგებო მდგომარეობა, რომელიც მთავრობამ გამოაცხადა 31 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 31 ივლისს იწურება. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაა 246 488, ხოლო გარდაიცვალა 35 123 ადამიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად