იტალიის პრემიერი მისი მთავრობის რუსეთის ფულით შესაძლო დაფინანსებას უარყოფს

იტალიის მთავრობის ხელმძღვანელის ჯუზეპე კონტეს განცხადებით, მას „ჩრდილოეთ ლიგის“ მიერ რუსული ფულის მიღების უკანონო კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ამის შესახებ მან სენატში განაცხადა. ინფორმაციას Il Sole 24 ORE ავრცელებს.

ზოგიერთი მონაცემის თანახმად, მმართველი პარტია “ჩრდილოეთ ლიგა” რუსეთთან უკანონო დაფინანსების შესახებ შეთანხმდა.

“მთავრობის ხელმძღვანელისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ ვიცე-პრემიერი ჟანლუკი სავოინი მთავრობაში ექსპერტის პოზიციას არ იკავებს. ამა წლის 15-16 ივლისს ის მოსკოვში იმყოფებოდა, მას თან ახლდა მინისტრი სალვინი “, – განაცხადა კონტემ.

როგორც მან აღნიშნა, ის უზრუნველყოფს, რომ მინისტრები ოფიციალურად აკრედიტებულ პირებს აკონტროლებდნენ, რომლებიც ვალდებულნი არიან, ორმხრივი მთავრობის სხდომებზე კონფიდენციალობა დაიცვან.

გარდა ამისა, კონტემ აღნიშნა, რომ მისი მთავრობა არასდროს ექვემდებარება რუსეთს და ის მთლიანად ენდობა მისი მთავრობის წევრებს.
იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მატეო სალვინმა „რუსეთის ფულის“ შესაძლო უკანონო გამოყენების თაობაზე ქვეყნის პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლაზე უარი განაცხადა. თუმცა, მაგრამ გამოთქვა მზადყოფნა, ამ საკითხზე მომდევნო საათებში მთავრობის წევრებთან ისაუბროს.
მედიის თანახმად, 2018 წლის ოქტომბერში მატეო სალვინი მოსკოვში იმყოფებოდა, რა დროსაც მისმა თანაშემწემ ჟანლუკა სავოინმა კრემლთან დაკავშირებულ ოფიციალურ პირებთან შეხვედრა გამართა, სადაც სავარუდოდ თანხის მიღებაზე შეთანხმდნენ, რომელიც პარტიის დაფინანსებას უნდა მოხმარებოდა.
თუმცა, თავად სალვინი ამ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა, ის რუსი ინვესტორებისგან თანხის აღებას უარყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...