იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის წევრებმა ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადეს

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის წევრებმა ჯუზეპე კონტეს მთავრობას ნდობა გამოუცხადეს. მომხრე იყო 321, 259 – წინააღმდეგი, 27-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ასეთი მონაცემები წარმოდგენილია ქვედა პალატის ვებ-გვერდზე, სადაც პირდაპირ ეთერში აჩვენეს კენჭისყრის პროცესი.

კონტეს მთავრობა გადადგომის პირას იყო, ყოფილი პრემიერ მინისტრის მატეო რენცის მცირე პარტიის მმართველი უმრავლესობიდან გამოსვლის გამო. ამან წარმოშვა საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის შემოწმების საჭიროება. სამშაბათს, პროცედურა განმეორდება ზედა პალატაში – სენატში, სადაც უმრავლესობის მხარდაჭერა არ არის გარანტირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად