იტალიიდან ფინეთში ჩასულ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა

ფინეთში, COVID-2019 ტიპის ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ქალს, რომელიც ჰელსინკში მილანიდან ჩავიდა.

იგი ჰელსინკის საავადმყოფოში გადაიყვანეს და გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია.
ქალი ფინეთის მოქალაქეა, არ არის ასაკოვანი და საავადმყოფოს თავად მიაკითხა.

ფინეთში, კორონავირუსის პირველი შემთხვევა 29 იანვარს დაფიქსირდა. მაშინ ვირუსი ჩინელ ტურისტს დაუდგინდა.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 82 164 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 801-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 3 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 2 – საფრანგეთში, 4 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 12 – იტალიაში, 13 – სამხრეთ კორეაში, 19 – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 30 109 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად