იტალიიდან ჩამოსული პაციენტის ანალიზები, ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი

საქართველოს 20 წლის მოქალაქე, რომელიც მილანიდან გუშინ ჩამოფრინდა და აეროპორტიდან ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ექიმ ნესტან ჭეიშვილის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დილით დაუფიქსირდა ტემპერატურა 38,5°. ექიმი ვარაუდობს, რომ გოგონას მწვავე ვირუსული ინფექცია აქვს და კორონავირუსი სავარაუდოდ არ დადასტურდება. ანალიზების საბოლოო პასუხს კი ლუგარის ლაბორატორიიდან ხვალისთვის ელოდებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად