ზუგდიდში, იტალიიდან ჩამოსული 8 პირი თვითზოლაციაში იმყოფება

ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის საზოგადობრივი ჯანდაცვის დირექტორი ნანა ოდიშარია ადასტურებს.

„გვაქვს მათთან ხშირი სატელეფონო კომუნიკაცია, დღეში ორჯერ ვურეკავთ, ვეკითხებით ხომ არ აქვთ ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება და ყველა იმ სიმპტომების შესახებ, რაც დამახასიათებელია კორონავირუსისთვის. გუშინ 3 ოჯახში განვახორციელეთ ვიზიტი, მივაწოდეთ ასევე ყველა ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებზე“, – გვითხრა ნანა ოდიშარიამ.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც უცხოეთიდან ჩამოსულ მგზავრთა კონტაქტებს მოიკვლევენ, მონაცემებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგენს, ვინ უნდა იყოს კარანტინში და ვინ თვითიზოლაციაში, რის შემდეგაც მონაცემები ადგილბრივი ჯანდაცვის ცენტრებს გადაეცემა.
„8 პირის შესახებ, რომელთაგან 2 სოფელში ცხოვრობს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა მოგვაწოდა ინფორმაცია. ისინი თვითიზოლაციაში 14 დღეს გაატარებენ“, – გვითხრა ნანა ოდიშარიამ.

კომენტარები
იტვირთება...