იტალიელმა სენატორებმა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო, შვებულება შეწყვიტეს

იტალიელი სენატორები იძულებულნი გახდნენ, შვებულება შეეწყვიტათ, რომ 13 აგვისტოს საღამოს საგანგებო შეხვედრას დასწრებოდნენ. მათ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის გზებზე უნდა იმსჯელონ.

შეხვედრა მმართველი კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორის, პარტია „ლიგის“ მიერ არის პროვოცირებული, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო სალვინი ხელმძღვანელობს.
გასულ კვირას მან განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია.

შეხვედრაზე შესაძლოა მინისტრთა კაბინეტს უნდობლობა გამოუცხადონ, რომელსაც არაპარტიული ჯუზეპე კონტე ხელმძღვანელობს.
ორშაბათს, 12 აგვისტოს, სენატში ფრაქციების ხელმძღვანელები ვერ შეთანხმდნენ, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგში. აღნიშნული გადასაწყვეტილობის მიღების უფლება სენატის სრულ შემადგენლობას გადასცეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...