იტალიელმა დეპუტატებმა პარლამენტარების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას მხარი დაუჭირეს

იტალიელმა დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს საკონსტიტუციო რეფორმას, რაც ორივე პალატის პარლამენტარების რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას ითვალისწინებს. ინფორმაციას La Repubblica ავრცელებს.

საბოლოო კენჭისყრის დროს, აღნიშნულ წინადადებას მხარი დეპუტატთა პალატის 553-მა წევრმა დაუჭირა, 14 წინააღმდეგი იყო და ორმა ხმის მიცემისგან ​​თავი შეიკავა.

რეფორმის თანახმად, პარლამენტარების საერთო რაოდენობა 945-დან 600-მდე შემცირდება. დეპუტატთა რაოდენობა 630-დან 400-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო სენატორების 315-დან 200-მდე.

იტალიური მედია აღნიშნავს, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირება “ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის” ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომლის თანახმად, ასეთი ღონისძიება წელიწადში 100 მილიონ ევროს დაზოგავდა და პარლამენტს უფრო ეფექტურს გახდიდა.

ამჟამად იტალიის პარლამენტი მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საკანონმდებლო ორგანოდ ითვლება და ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა. პარლამენტის წევრთა ყველაზე მეტი რაოდენობა ჩინეთშია (დაახლოებით 3 ათასი), შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი (დაახლოებით 1,4 ათასი ადამიანი).

მოსალოდნელია, რომ იტალიაში პარლამენტარების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით ახალი წესები ძალაში 2023 წლისთვის შევა, როდესაც მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად