იტალიელი ჟურნალისტი: სხვა ქვეყნებმა ისწავლონ იტალიურ მაგალითზე და ზომები იქამდე მიიღონ, სანამ პანდემია წალეკავს

ექიმები წუხან, რომ სხვა ქვეყნებმა ვერაფერი ისწავლეს იტალიური მაგალითისგან, – ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ანდრეა ფოამ “ტვ პირველის” გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“იტალიაში აცხადებენ, რომ მთავრობას უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა კარანტინის გამოცხადების თვალსაზრისით. მეორე მხრივ კმაყოფილები არიან ასეთი გადაწყვეტილებებით. ხალხი რომელიც მუშაობს პანდემიის წინა ხაზზე თვლიან, რომ ეს არის ერთადერთი გზა გადარჩენისთვის.

რა აწუხებთ ექიმებს? არის ის, რომ თითქოს სხვა ქვეყნებმა ვერაფერი ისწავლეს იტალიური მიდგომისგან. ექიმებს სჯერათ, რომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ისწავლონ იტალიის მაგალითისგან და მიიღონ ზომები, სანამ ძალიან არ დაგვიანდა და სანამ არ წალეკავს მათ პანდემია. ეს არ არის ებოლა, მაგრამ მას შეუძლია მოიცავას ჯანდაცვის სრული სისტემა. იმიტომ, რომ ძალიან ადვილად ხდება გადადება”, – განაცხადა ანდრეა ფოამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად