იტალიელი ჟურნალისტი: იტალიელები არ არიან ყველაზე კანონმორჩილები, მაგრამ ახლა წესებს უფრო და უფრო იცავენ

ამის შესახებ იტალიელმა ჟურნალისტმა ანდრეა ფოამ “ტვ პირველის” გადაცემა “პირველებში” განაცხადა.

“მე შემიძლია გავიდე გარეთ, მაგრამ სპეციალური ფორმით, რომელსაც ხელი უნდა მოვაწერო. ამ ფორმაში უნდა დავაფიქსირო ის ადგილი საიდანაც მოვდივარ და ისიც, სად მივდივარ. ასევე მიზეზი, რატომ უნდა მივიდე ამ ადგილას. თუ პოლიცია არ დაკმაყოფილდა ჩემი ახსნა-განმარტებით, შეუძლია დამაკავონ ან დამაჯარიმონ. ამ თვალსაზრისით საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. მაგალითად, მაღაზიაში შესვლა მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია.

სასეირნოდ გასვლა შეგიძლია, მაგრამ მხოლოდ მარტო შეგიძლია იარო. რა თქმა უნდა, შევსებული ფორმა თან უნდა გქონდეს. იტალიაშიც კი ჩემი აზრით მარტივად ეპყრობა ყველაფერს, ჩვენთაგანის უმრავლესობამ დავიწყეთ იმის გაგება, რომ ეს ერთადერთი გზა. იტალია არ არის ცნობილი იმით, რომ ყველაზე უფრო კანონმორჩილი მოქალაქეები არიან, მაგრამ ამჟამად სუპერმარკეტების გარეთ თქვენ ნახავთ რიგებს, რომლებიც 1 მეტრის დისტანციაზე დგანან ერთმანეთისგან და ელოდებიან საკუთარ რიგს, რომ შევიდნენ სუპერმარკეტში. მთავრობის დადგენილებები ხალხის მიერ უფრო და უფრო მოსმენილი გახლავთ”, – განაცხადა ანდრეა ფოამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად