იტალიელი მომღერალი რაფაელა კარა გარდაიცვალა

ცნობილი იტალიელი მომღერალი, რაფაელა კარა 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მომღერალი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სახლში გარდაიცვალა. მისივე სურვილით, კარას ბოლო პერიოდის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დეტალები არ ვრცელდება.

რაფაელა კარა ბოლონიაში 1943 წლის 18 ივნისს დაიბადა, მან მომღერლის, მოცეკვავის, ტელეწამყვანისა და მსახიობის კარიერა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო.

რაფაელა კარა განსაკუთრებით პოპულარული იყო ესპანეთში და სხვა ესპანურენოვან ქვეყნებში.

კომენტარები
იტვირთება...