იტალიაში, ვაქცინაციის დასაჯავშნ საიტს ჰაკერები დაესხნენ თავს

იტალიაში ჰაკერებმა ხელი შეუშალეს ლაციოს მეტროპოლიტენის ოფიციალურ ვებგვერდს ფუნქციონირებაში, რამაც ჩაშალა კორონავირუსის ვაქცინაციის დანიშვნის პორტალი. “ვაქცინაციასთან დაკავშირებული ქმედებები შეიძლება შენელდეს. ჩვენ ბოდიშს გიხდით იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენი კონტროლის მიღმაა”, – განაცხადა კვირას, 1 აგვისტოს, “ტვიტერზე”, რეგიონის ხელისუფლებამ.

განცხადებაში მითითებულია, რომ მიმდინარეობს მუშაობა სისტემის ფუნქციების აღდგენისა და დაცვის მიზნით.

იტალიის მოსახლეობის 60 პროცენტი აცრილია.
ლაციოს რეგიონში კი, ოფიციალური მონაცემებით, ზრდასრული მოსახლეობის 66 პროცენტია აცრილია COVID-19– ის საწინააღმდეგოდ. კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის წილი იტალიაში ახლა დაახლოებით 80 პროცენტია.

6 აგვისტოდან იტალია აამოქმედებს ახალ წესებს ვაქცინირებული და ინფიცირებული მოქალაქეების “მწვანე პასპორტებთან” დაკავშირებით. საჭირო იქნება კორონავირუსის ვაქცინაციის, გამოჯანმრთელების ან უარყოფითი ტესტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარგდენა მუზეუმებისა და დახურული რესტორნების დარბაზების მონახულების მიზნით. ამ წესების წინააღმდეგ იტალიაში ათასობით საპროტესტო აქცია გაიმართა.

კომენტარები
იტვირთება...