იტალიაში, უკრაინაში მებრძოლი იტალიელების საქმის ძიებისას, იარაღის დიდ არსენალს მიაკვლიეს

ჩრდილოეთ იტალიაში, ტურინის პროკურატურის კოორდინირებით ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს, რომელსაც ტურინის პოლიცია მილანის, ვარეზეს პავიის, ნოვარას და ფორლის პროვინციების პოლიციებთან თანამშრომლობით ატარებდა, იარაღის უზარმაზარი არსენალი იქნა აღმოჩენილი.

იტალიური პრესის ცნობით, დიგოსების (“დიგოსი” პოლიცის სპეციალური ქვედანაყოფის სახელწოდებაა – “აიპრესი”) მიერ აღმოჩენილი, უკიდურესად მემარჯვენე ექსტრემისტების ხელთ არსებული დიდი რაოდენობის ავტომატური შაშხანების, პისტოლეტების და კატარის სამხედრო ძალების შეიარაღებაში არსებული, “ჰაერი-ჰაერის” კლასის სრულიად გამართული რაკეტითაც კი, ომის წამოსაწყებაა შესაძლებელი. იტალიის პოლიცია იუწყება, რომ სპეცოპერაცია ექსტრემისტული იდეოლოგიის მქონე იტალიელი ბოევიკების უკრაინის რეგიონ დონბასში გაჩაღებულ კონფლიქტში მონაწილეობასთან დაკავშირებით ადრე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით, პრეს-კონფერენციაზე აცნობებს საზოგადოებას. იტალიური პრესა შეახსენებს მკითხველს, რომ რუსეთის მხარეს მებრძოლ ბატლიონებში მებრძოლ დაქირავებულ იტალილთა სიები ადრე უკრაინულმა პორტალმა Censor.net.ua გამოაქვეყნა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად