იტალიაში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 59138 და გარდაცვალების 5476 შემთხვევაა დაფიქსირებული

ამის შესახებ მონაცემები პორტალ worldometers-ზე იძებნება

პორტალზე თავმოყრილი და სისტემატიზირებული მონაცემების თანახმად, იტალიაში 15 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 59138 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების (336167) 17,60 %-ს შეადგენს.
 
სრულად განკურნებელია 7024 კაცი (გუშინდელთან შედარებით 952 კაცით მეტი), ხოლო მკურნალობას განაგრძობს 46638 კაცი (გუშინდელთან შედარებით 3957 კაცით მეტი), მათ შორის, მძიმე მდომარეობაში მყოფია 3000 კაცი (გუშინდელთან შედარებით 143 კაცით მეტი).
 
იტალიაში, სულ კორონავირუსით გარდაცვალების 5476 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 9,26%-ია
 
გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობის მაჩვენებელი ყველაზე დიდია შემდეგ ქვეყნებში:
 
1. იტალია – 5476
2. ჩინეთი – 3261
3. ესპანეთი – 1756
4. ირანი – 1685
5. საფრანგეთი – 562
6. აშშ – 396
7. გაერთიანებული სამეფო – 281
8. ნიდერლანდები – 179
9. სამხრეთ კორეა – 104
10. გერმანია – 92
 
ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, იტალია მსოფლიოში პირველია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნების ასე თანმიმდევრობით ლაგდებიან:
 
1. იტალია – 978
2. შვეიცარია – 835
3. ესპანეთი – 612
4. ნორვეგია – 417
5. ავსტრია – 367
6. გერმანია – 295
7. ბელგია – 293
8. ირანი – 258
9. ესტონეთი – 246
10. ნიდერლანდები – 245
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად