იტალიაში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 53578 და გარდაცვალების 4825 შემთხვევაა დაფიქსირებული

ამის შესახებ მონაცემები პორტალ worldometers-ზე იძებნება

პორტალზე თავმოყრილი და სისტემატიზირებული მონაცემების თანახმად, იტალიაში 15 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 53578 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების (297635) 18,00%-შეადგენს.

სრულად განკურნებელია 6072 კაცი (გუშინდელთან შედარებით 943 კაცით მეტი), ხოლო მკურნალობას განაგრძობს 42681 კაცი (გუშინდელთან შედარებით 4821კაცით მეტი), მათ შორის, მძიმე მდომარეობაში მყოფია 2857 კაცი (გუშინდელთან შედარებით 202 კაცით მეტი).

იტალიაში, სულ კორონავირუსით გარდაცვალების 4825 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 9,01%.

გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობის მაჩვენებელი ყველაზე დიდია შემდეგ ქვეყნებში:

1. იტალია – 4825
2. ჩინეთი – 3255
3. ირანი – 1556
4. ესპანეთი – 1378
5. საფრანგეთი – 450
6. აშშ – 283
7. გაერთიანებული სამეფო – 233
8. ნიდერლანდები – 136
9. სამხრეთ კორეა – 102
10. გერმანია – 77

ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, იტალია მსოფლიოში პირველია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნების ასე თანმიმდევრობით ლაგდებიან:
1. იტალია – 886
2. შვეიცარია – 736
3. ესპანეთი – 543
4. ნორვეგია – 391
5. ავსტრია – 316
6. გერმანია – 261
7. ირანი – 245
8. ბელგია – 243
9. ესტონეთი – 231
10. დანია – 229

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად