იტალიაში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 47021 და გარდაცვალების 4032 შემთხვევაა დაფიქსირებული

ამის შესახებ მონაცემები პორტალ worldometers იძებნება

პორტალზე თავმოყრილი და სისტემატიზირებული მონაცემების თანახმად, იტალიაში 15 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 47021 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების (265873) 17,69%-შეადგენს.


სრულად განკურნებელია 5129 კაცი (გუშინდელთან შედარებით 689 კაცით მეტი), ხოლო მკურნალობას განაგრძობს 37860 კაცი (გუშინდელთან შედარებით 4480 კაცით მეტი), მათ შორის, მძიმე მდომარეობაში მყოფია 2655 კაცი (გუშინდელთან შედარებით 157 კაცით მეტი).
 

La capitale come non l’avete mai vista
იტალიაში, სულ კორონავირუსით გარდაცვალების 4032 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 8,57%. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირების შემთხვევები 100-ზე მეტია, ეს  მაჩვენებლით უფრო დიდი მხოლოდ  სან მარინოსა (144 ინფიცირებული, 14 გარდაცვლილი – 9,72) და ინდონეზიაშია (369 ინფიცირებული, 32 გარდაცვლილი – 8,67%)

გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობის მაჩვენებელი ყველაზე დიდია შემდეგ ქვეყნებში:


1. იტალია – 4032
2. ჩინეთი – 3248
3. ირანი – 1433
4. ესპანეთი – 1043
5. საფრანგეთი – 372
6. აშშ – 243
7. გაერთიანებული სამეფო – 184
8. ნიდერლანდები – 106
9. სამხრეთ კორეა – 94
10. შვეიცარია – 56
 
ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, იტალია მსოფლიოში პირველია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნების ასე თანმიმდევრობით ლაგდებიან:
1. იტალია – 778
2. შვეიცარია – 597
3. ესპანეთი – 437
4. ნორვეგია – 353
5. ავსტრია – 277
6. ირანი – 234
7. გერმანია –  224
8. დანია – 217
9. ესტონეთი  – 213
10. ბელგია – 195
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად