იტალიაში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 41035 და გარდაცვალების 3405 შემთხვევაა დაფიქსირებული

მის შესახებ მონაცემები პორტალ worldometers იძებნება

პორტალზე თავმოყრილი და სისტემატიზირებული მონაცემების თანახმად, იტალიაში 15 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 41035 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების (236914) 17,32%-შეადგენს.
სრულად განკურნებელია 4440 კაცი (გუშინდელთან შედარებით 415 კაცით მეტი), ხოლო მკურნალობას განაგრძობს 33190 კაცი (გუშინდელთან შედარებით 4480 კაცით მეტი), მათ შორის, მძიმე მდომარეობაში მყოფია 2498 კაცი (გუშინდელთან შედარებით 241 კაცით მეტი).
 

იტალიაში, სულ კორონავირუსით გარდაცვალების 3405 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 8,30%. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირების შემთხვევები 100-ზე მეტია, ამ მაჩვენებლით იტალია ჩამორჩება მხოლოდ სან მარინოს, სადაც 140 ინფიცირების შემთხვევაზე 14 გარდაცვალებაა დაფიქსირებული – 10,00%.

გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით იტალია მსოფლიოში პირველია. მომდევნო ადგილზე მყოფ ჩინეთში ინფიცირების თითქმის ორჯერ უფრო მეტი შემთხვევებით (80928), იტალიაზე 160-ით ნაკლები გარდაცვალება ფიქსირდება – 3245.

 
ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით, იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოსახლეობა მილიონზე მეტია, იტალია მსოფლიოში პირველია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნების ასე თანმიმდევრობით ლაგდებიან:
 
1. იტალია – 679
2. შვეიცარია – 455
3. ესპანეთი – 372
4. ნორვეგია – 323
5. ავსტრია – 224
6. ირანი – 219
7. ესტონეთი – 201
8. დანია – 199
9. გერმანია – 174
10. სამხრეთი კორეა – 167
კომენტარები
იტვირთება...