იტალიაში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 35713 და გარდაცვალების 2978 შემთხვევაა დაფიქსირებული

ამის შესახებ მონაცემები პორტალ worldometers იძებნება

პორტალზე თავმოყრილი და სისტემატიზირებული მონაცემების თანახმად, იტალიაში 15 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 35713 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების (213617) 16,72%-შეადგენს.

სრულად განკურნებელია 4025 კაცი (გუშინდელთან შედარებით 1084 კაცით მეტი), ხოლო მკურნალობას განაგრძობს 28710 კაცი (გუშინდელთან შედარებით 2648 კაცით მეტი), მათ შორის, მძიმე მდომარეობაში მყოფია 2257 კაცი (გუშინდელთან შედარებით 197 კაცით მეტი).

იტალიაში, სულ კორონავირუსით გარდაცვალების 2978 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 8,34%. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირების შემთხვევები 100-ზე მეტია, ამ მაჩვენებლით იტალია ჩამორჩება მხოლოდ სან მარინოს, სადაც 119 ინფიცირების შემთხვევაზე 11 გარდაცვალებაა დაფიქსირებული – 9,24%, ფილიპინებს – 202 ინფიცირების შემთხვევაზე 12 გარდაცვალება ანუ 8,42% და ინდონეზიას – 222 ინფიცირების შემთხვევზე 19 გარდაცვალება ანუ 8,37%

ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით იტალია მსოფლიოში პირველია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნების ასე თანმიმდევრობით ლაგდებიან:

1. იტალია – 591
2. შვეიცარია – 355
3. ესპანეთი – 298
4. ნორვეგია – 287
5. ირანი – 207
6. ესტონეთი – 194
7. ავსტრია – 183
8. დანია – 182
9. სამხრეთი კორეა – 164
10. ბრუნეი – 155
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად