იტალიაში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 27980 და გარდაცვალების 2158 შემთხვევაა დაფიქსირებული

ამის შესახებ მონაცემები პორტალ worldometers იძებნება

პორტალზე თავმოყრილი და სისტემატიზირებული მონაცემების თანახმად, იტალიაში 15 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 27980 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების (179651) 15,57%-შეადგენს.
ინფიცირებულთაგან სრულად განკურნებელია 2749 კაცი, ხოლო 23073 კაცი მკურნალობას განაგრძობს. მათ შორის, მძიმე მდომარეობაში მყოფია 1851 კაცი.
იტალიაში, სულ კორონავირუსით გარდაცვალების 2158 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 7,71%. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირების შემთხვევები 100-ზე მეტია, ამ მაჩვენებლით იტალია მხოლოდ ერაყს (124 ინფიცირებულიდან 10 გარდაცვლილი – 8,04%) და ფილიპინებს (142 ინფიცირებულიდან 12 გარდაცვლილი – 8,45%) ჩამორჩება.
ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით იტალია მსოფლიოში პირველია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნების ასე თანმიმდევრობით ლაგდებიან:
1. იტალია – 462,8
2. შვეიცარია – 271,9
3. ნორვეგია – 243,9
4. ესპანეთი – 201,6
5. ირანი – 178,5
6. სამხრეთი კორეა – 160,6
7. დანია – 157,8
8. ესტონეთი – 154,5
9. კატარი – 152,4
10. ბაჰრეინი – 133,4
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად