იტალიაში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 24747 და გარდაცვალების 1809 შემთხვევაა დაფიქსირებული

ამის შესახებ მონაცემები პორტალ worldometers იძებნება

პორტალზე თავმოყრილი და სისტემატიზირებული მონაცემების თანახმად, იტალიაში 15 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 24747 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების (167291) 14,79%-შეადგენს.
 
ინფიცირებულთაგან სრულად განკურნებელია 2335 კაცი, ხოლო 20603 კაცი მკურნალობას განაგრძობს. მათ შორის, მძიმე მდომარეობაში მყოფია 1518 კაცი.
 
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 1809 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 7,31%. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირების შემთხვევები 100-ზე მეტია, ამ მაჩვენებლით იტალია მხოლოდ ერაყს (111 ინფიცირებულიდან 10 გარდაცვლილი – 9,01%) და ფილიპინებს (140 ინფიცირებულიდან 11 გარდაცვლილი – 7,86%) ჩამორჩება.
 
ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით იტალია მსოფლიოში პირველია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნების ასე თანმიმდევრობით ლაგდებიან:
 
1. იტალია – 409,3
2. შვეიცარია – 256,2
3. ნორვეგია – 224,9
4. ესპანეთი – 166,8
5. ირანი – 165,9
6. სამხრეთი კორეა – 159,2
7. დანია – 149,2
8. კატარი – 139,2
9. ესტონეთი – 128,9
10. ბაჰრეინი – 125,8
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად