იტალიაში, სულ კორონავირუსით ინფიცირების 21157 და გარდაცვალების 1441 შემთხვევაა დაფიქსირებული

ამის შესახებ მონაცემები პორტალ worldometers იძებნება

პორტალზე თავმოყრილი და სისტემიზირებული მონაცემების თანახმად, იტალიაში 15 თებერვლიდან დღემდე სულ კორონავირუსით ინფიცირების 21157 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც მთელ მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების (155249) 13,62%-შეადგენს.

ინფიცირებულთაგან სრულად განკურნებელია 1966 კაცი, ხოლო 17750 კაცი მკურნალობას განაგრძობს. მათ შორის, მძიმე მდომარეობაში მყოფია 1518 კაცი.

იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების სულ 1441 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 6,82%. იმ ქვეყნებს შორის, სადაც ინფიცირების შემთხვევები 100-ზე მეტია, ამ მაჩვენებლით იტალია მხოლოდ ერაყს ჩამორჩება, სადაც 101 ინფიცირებულიდან უკვე გარდაიცვალა 10 კაცი ანუ 9,9%

ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით იტალია მსოფლიოში პირველია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ქვეყნების ასე თანმიმდევრობით ლაგდებიან:

1. იტალია – 349,9
2. ნორვეგია – 194,8
3. შვეიცარია – 158,9
4. სამხრეთი კორეა – 157,7
5. ირანი – 151,5
6. დანია – 142,8
7. ესპანეთი – 129,2
8. ბაჰრეინი – 124,6
9. კატარი – 117,0
10. შვედეთი – 95,2

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად