იტალიაში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა (ვიდეო)

ორი ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად, რომელიც ცოტა ხნის წინ ვენეციის სამრეწველო ზონაში, კომპანია 3V Sigma SpA-ს ქიმიურ ქარხანაში მოხდა. სამაშველო სამსახურების ცნობით, საწარმოში ხანძარი გაჩნდა, რასაც აფეთქება მოჰყვა. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

“აფეთქება და ხანძარი გაჩნდა ქიმიურ ქარხანაში, მარგერაში, ადგილზე რვა სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ორი ადამიანი დაშავდა.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეკომენდაცია გასცა, რომ ახლომდებარე ტერიტორიების მაცხოვრებლებმა დახურონ ფანჯრები და არ გავიდნენ გარეთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად