იტალიაში ფეხბურთი დღეს იუვენტუსი-მილანის მატჩით განახლდება

დღეს იტალიაში ფეხბურთი ბრუნდება. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ პირველად ეს დღეს მოხდება. მატჩი ტურინში, იუვენტუსისა და მილანის მატჩით განახლდება.

იუვენტუსსა და მილანს შორის მატჩი Alianz Stadium-ზე საქართველოს დროით 23:00-ზე დაიწყება. ეს არის იტალიის თასის (coppa Italia) ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი. პირველი შეხვედრა კლუბებს შორის ჯერ კიდევ პანდემიამდე გაიმართა მილანში და ის მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

იტალიის თასის კიდევ ერთი მატჩი ხვალ ნეაპოლში გაიმართება ადგილობრივ ნაპოლსა და მილანის ინტერს შორის. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ნაპოლის გამარჯვებით დასრულდა 0:1.

რაც შეეხება სერია A-ს, გათამაშება 20 ივნისიდან დაბრუნდება.

შეგახსენებთ, პანდემიის გამო იტალიაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში ფეხბურთი და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები შეჩერებული იყო. გერმანიაში ფეხბურთი მაისიდან დაბრუნდა. ფეხბურთი ბრუნდება სხვა ევროპულ ქვეყნებშიც, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სადაც ჩემპიონატის ჩაშლის გადაწყვეტილება მიიღეს. მატჩები მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად