იტალიაში ფეხბურთელებმა ვარჯიში განაახლეს, “ტორინოს” ფეხბურთელს კი COVID 19 დაუდგინდა

იტალიაში საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებმა ვარჯიში 2 დღის წინ განაახლეს, “ტორინოს” ფეხბურთელს კი COVID 19 დაუდგინდა.

ეს განცხადება “ტორინომ” Twitter-ის საკუთარ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაწერა.

“პირველადი სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ჩვენს ერთ-ერთმა მოთამაშეს  ტესტირებამ COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. მოთამაშეს, ამჟამად სიმპტომები არ აქვს. ის დაუყოვნებლივ გადავიდა კარანტინში და უახლოეს დღეებში მუდმივად დააკვირდებიან მედიკოსები”, – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.

იტალიაში კლუბების ფეხბურთელებმა ვარჯიში 4 მაისს განაახლეს 3 თვიანი შესვენების შემდეგ. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის გარკვეული განახლდება თუ არა იტალიის ჩემპიონატი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად