იტალიაში პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა შეყვარებულს ხელი სთხოვა (ვიდეო)

იტალიის პარლამენტში მიწისძვრის შემდგომი ღონისძიებების კანონპროექტის განხილვის დროს ჩრდილოეთ ლიგის დეპუტატმა ფლავიო დი მურომ თავის სამუშაო ადგილიდან მიმართა სპიკერს და პალატის მუშაობის შეჩერება და მისთვის სიტყვის მიცემა სთხოვა.


“ჩვენ მეტად ხშირად უგულებელვყოფთ ჭეშმარიტ ღირებულებებს, ადამიანებს, რომლებსაც ვუყვარვართ, რომლებიც გვიყვარს. მე ვწუხვარ პალატის მუშაობის შეწყვეტის გამო, მაგრამ გთხოვთ გამიგოთ, რომ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა. ელიზა, გამომყვები ცოლად?” – მიმართა 33 წლის ფლავიო დი მურომ თავის შეყვარებულს, 36 წლის ელიზა დე ლეოს, რომელიც ამ დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზის იარუსზე იმყოფებოდა.

პარლამენტის სპიკერმა სერიოზულობა შეინარჩუნა და დეპუტატს შენიშვნა მისცა: მესმის ყველაფერი, მაგრამ, მე არ მგონია, რომ სწორია ამ მიზნით პარლამენტის გამოყენება. პარლამენტის დეპუტატებმა, მათ შორის, სტეფანია პეცოპანემ, რომელსაც უკვე ტრიბუნასთან იყო გასული, როდესაც მოულოდნელად შეაყოვნეს, მიულოცეს ფლავიო დი მუროს და მის საცოლეს და აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს ისინი.

ფლავიო დი მურის თქმით, მან და ამჟამად უმუშევარი ელიზი ექვსი წლის წინ კლუბში გაიცნო და შემდეგ მუდამ ხვდებოდნენ ერთმანეთს. მისი გავლენით ელიზი თანდათან გაიტაცა პოლიტიკამ და ლიგის მომხრე გახდა. იცოდა, რომ ის სხდომას დაესწრებოდა და გადაწყვიტა შემთხვევით ესარგებლა და მისთვის ხელი საქვეყნოდ ეთხოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად