იტალიაში, ორთვიანი კარანტინის შემდეგ მუზეუმები იხსნება

ორთვიანი კარანტინის შემეგ, იტალიაში მუზეუმები თანდათანობით იხსნება. ქვეყნის კულტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 სახელმწიფო მმუზეუმი გაიხსნა.

ორშაბათს, პირველ დღეს გაიხსნა არქეოლოგიური ეროვნული მუზეუმი და შუასაუკუნეების და თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი მატერაში, არქეოლოგიური პარკი და რომის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული გალერეა. სამშაბათს გაიხსნა ვილა ბორგეზის გალერეა, ასევე არაერთი რომაული მუზეუმი, მათ შორის კაპიტოლის.

ბევრმა სამუზეუმო დაწესებულებამ, მიუხედავად 18 მაისს გახსნის ნებართვისა, ყველა სიფრთხილის გათვალისწინებით, გახსნა გადადო 2 ივნისამდე. ამ დღეს, იტალია აღნიშნავს ეროვნულ დღესასწაულს – რესპუბლიკის დღეს. ამრიგად, სწორედ ამ თარიღთან არის დაგეგმილი რაფაელის გამოფენის “მეორე გახსნა”, რომელიც ეძღვნება რენესანსის გენიოსის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. ექსპოზიცია, თავდაპირველად დაგეგმილი იყო 5 მარტიდან 2 ივნისამდე, იგი გაგრძელდება 30 აგვისტომდე.

ჯერჯერობით, ფლორენციის უფიზის გალერეამ განაცხადა, რომ 21 მაისს გაიხსნება მხოლოდ ბობოლის ბაღები, რომლებიც ბოტანიკური მემკვიდრეობის მაგალითია, აგრეთვე ბაღის ხუროთმოძღვრების ძეგლი რენესანსისა და ბაროკოს პერიოდიდან. ვენეციის აკადემიის გალერეა გაიხსნება 26 მაისს. თვის ბოლოს იგეგმება ყველაზე ცნობილი უძველესი არქეოლოგიური ძეგლების – კოლიზეუმის და პომპეის კომპლექსის გახსნა.

ყველა კულტურული ინსტიტუტი დაიხურა 8 მარტს, ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო. მთავრობა გეგმავს დაუშვას თეატრებისა და კინოთეატრების გახსნა 15 ივნისამდე. ამასთან, ღია ცის ქვეშ ორი ყველაზე ცნობილი ადგილი – ტერმე კარაკალამ, სადაც რომის ოპერა ზაფხულის სეზონს მასპინძლობს, და არენა დი ვერონამ უკვე განაცხადა ყველა სპექტაკლის შემდეგი წლისთვის გადადების შესახებ. დაგეგმილი ღონისძიებებიდან მხოლოდ ვენეციის კინოფესტივალია, რომელიც, როგორც პირობა დადეს, 2-დან 12 სექტემბრამდე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად