იტალიაში მუშაობისთვის სავალდებულო კოვიდ-სერტიფიკატები ამოქმედდა

იტალიაში, როგორც სახელმწიფო, ისევე საჯარო სექტორის თანამშრომლებმა სამსახურში კოვიდ-სერტიფიკატი უნდა წარადგინონ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

კოვიდ-სერტიფიკატში მოცემულია ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, გამოჯანმრთელებისა ან ტესტის უარყოფითი პასუხის შესახებ.

მანამდე ის მხოლოდ სასწავლო დაწესებულებების პერსონალისთვის და სტუდენტებისთვის იყო აუცილებელი. სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს კი სავალდებულო ვაქცინაცია ეხებოდა.

ახლა QR-კოდი სამუშაო ადგილებზე ყველასთვის სავალდებულო გახდა. ამასთან, თუ თანამშრომელს კოვიდ-სერტიფიკატი სამუშაო ადგილას არ ექნება, დასაქმებულიც და დამსაქმებელიც, შესაძლოა, დაჯარიმდეს. ჯარიმის თანხა 400-დან 1000 ლარამდე მერყეობს.

კომენტარები
იტვირთება...