იტალიაში მორიგი სამთავრობო კრიზისია

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტიმ საპარლამენტო დებატების შემდეგ გადადგომის შესახებ გგადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

დებატების დროს კონტემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობის ახლანდელი კრიზისი იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის უპასუხისმგებლო მოქმედებებმა გამოიწვია და მსმენელებს სალვინის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დამოკიდებულების შესახებაც შეახსენა (ევროსკეპტიკი მატეო სალვინი ვლადიმირ პუტინის მოკავშირედ ითვლება – “აიპრესი”).

დებატების პროცესში “ხუთი ვარსკვლავის დეპუტატი ალესქანდრი დი ბატისტა კიდევ უფრო შორს წავიდა და სალვინი “სახელმწიფო ღალატის მინისტრად ” მოიხსენია.

კონტეს შემდეგ სიტყვით გამოსულმა სალვინიმ კვლავ გაიმეორა თავის მოწოდება ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ და განაცხადა, რომ იტალია სუვერენული უნდა იყოს, არ უნდა იყოს დამოკიდებული საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელზე.

დებატების უშედეგოდ დასრულების შემდეგ პრეზიდენტი სერხიო მატარელა შეეცდება გაარკვიოს პარლამენტში ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბების შეწსაძლებლობა ან დაითხოვს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები.

კულისებში უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება “ხუთი ვარსკვლავის” პარტიას ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის.

სალვინი ცდილობს არჩევნების რაც შეიძლება მალე დაინიშნოს. მის “ჩრდილოეთის ლიგას” გამოკითხვის შედეგების მიხედვით ამჟამად 34% ამომრჩევლების უჭერს მხარს ანუ 2018 წლის არჩევნებში მიღებული 17%-იანი მხარდაჭერა ორჯერაა გაზრდილი.

“ხუთი ვარსკვლავის” პარტიამ არჩევნებში ხმების 32,7% მიიღო. გამოკითხვის შედეგების მიხედვით ახლანდელი პრემიერ-მინისტრის კონტის მოღვაწეობას დადებითად აფასებს 64%, ხოლო სალვინისას – 54%.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...