იტალიაში, ლიგურიის ზღვის სანაპირო ქალაქ სპეციაში, საავტომობილო ხიდი ჩაინგრა (ვიდეო)

იტალიური პრესა საპორტო ქალაქ სპეციაში სავტომობილო ხიდი ნგრევის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას

ჩანგრეული, 21 მეტრი სიგრძის და 12 მეტრი სიგანის ხიდი ასაწევ-დასაწევი იყო და მისი აწევის დროს სპეციის პალიარის ვერფში იალქნიანი ნავების შესვლა-გამოსვლა ხდებოდა.
 
ხიდის ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, რადგან მისი აწევ-დაწევის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა იკეტება. ხიდთან ახლოს მდებარე სახლიდან სამი ოჯახი 10 კაცის შემადგენლობით, ხიდის ასაწევ-დასწევი ფოლადის ბაგირების დამჭერი 14 მეტროს სიმაღლის ფლაგშტოკის მოწყვეტის და სახლზე დაცემის შემთხვევაში ყოველგვარი რისკი გამორიცხვის მიზნით, დროებით ევაკუირებულია..
 
ხიდი 2010 წელს დასრულებული, 9 მილიონ ევროდ ღირებული ვერფის პროექტის შემადგენელი ნაწილია და პორტის ადმინისტრაციის მიერ იმართება. მათი თქმით, ფოლადის ხიდის ჰიდრავლიკური ამწევი დგუშების შემოწმება და სერტიფიცირება 24 მარტს მოხდა. კარაბინირებმა პორტის ადმინისტრაციიდან ძიებისთვის საჭირო დოკუმენტაცია სრულად ამოიღეს.
 
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს ლიგურიის რეგიონში, კერძოდ კი ქალაქ გენუაში მდებარე ბეტონის ხიდის ჩანგრევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...