იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 977-ით, გარდაცვლილთა კი 168-ით გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელი საუბრობს.

სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელი თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა განვლილი 24 საათის განმავლობაში წინა 24 საათზე ნაკლებად,  977-ით გაიზარდა და ამჟამად იტალიაში 10149 ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.

განვლილ 24 საათის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა 168 კაცით და ამჟამად იტალიაში კორონავირუსით 631 კაცია გარდაცვლილი

ამ დროისთვის მსოფლიოს 115 სახელმწიფოში და ამა თუ იმ სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორიზე და გემზე 117959 ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული სრულად განკურნებულთა რაოდენობა შეადგენს 65040 კაცს. კორონავირუსით 4264 კაცია გარდაცვლილი

ჩინეთი – 3136
იტალია – 631
ირანი – 291
სამხრეთ კორეა – 58
ესპანეთი – 35
საფრანგეთი – 30
აშშ – 28
იაპონია – 10
ერაყი – 7
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 7
გაერთიანებული სამეფო – 6
ნიდერლანდები – 4
ავსტრალია – 3
შვეიცარია – 3
ჰონგკონგი – 3
გერმანია – 2
სან მარინო – 2
არგენტინა, ეგვიპტე, კანადა, ლიბანი, მაროკო, ტაივანი, ტაილანდი. ფილიპინები – 1

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად