იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 821 გახდა, გარდაცვლილია 21 კაცი

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ansa სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარზე დაყრდნობით ავრცელებს

პორტალის ცნობით, ანჯელო ბორელომ განაცხადა, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 4 ადამიანი გარდაიცვალა იტალიაში, თუმცა მას არ შეუძლია თქვას, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ნამდვილად კორონავირუსია.

ამას მოგვიანებით იტალიის ჯანმრთელობის ინსტიტუტის სპეციალისტები გვეტყვიან დანამდვილებით, ამჟამად მათ შესახებ ის არის ცნობილი, რომ სამი მათგანი 80 წელს ზემოთ ასაკის იყო, ერთი კი 77 წლის, – თქვა ანჯელო ბორელიმ პრსკონფერენციაზე.

ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იტალიაში დღეს 655-დან 821-მდე გაიზარდა. მათგან 412 ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს სუსტად გამოხატული სიმპტომების გამო. ჰოსპიტალიზირებული 409 კაციდან 64 კაცი ინტენსიური თერაპიის საჭირეოების მქონეა. ამ დროისთვის კორონავირუსისგან სრულად განკურნებულთა რაოდენობა იტალიაში შეადგენს 46 კაცს.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები პირველად დაფიქსირდა 7 ქვეყანაში – აზერბაიჯანში, ახალ ზელანდიაში, ბელარუსში, ისლანდიაში, ლიეტუვაში, მექსიკაში და ნიგერიაში.

სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 84170 კაცია, განკურნებულთა – 36874, გარდაცვლილთა – 2876. მკურნალობას განაგრძობს 44420 კაცი, მათგან მძიმე მდგომარეობაში 8095 კაცი.

დღეს, დილის 7:30 სათის შემდეგ, ჩინეთის ფარგლებს გარეთ, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა: ირანში – 8, იტალიაში – 4, სამხრეთ კორეაში – 3, საკრუიზო გემ “ბრილიანტის პრინცესაზე” – 2, იაპონიაში – 1.

სულ ამ დროისთვის, ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვლილია 88 კაცი:

ირანი – 34
იტალია – 21
სამხრეთ კორეა – 16
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
იაპონია – 5
საფრანგეთი – 2
ჰონგ-კონგი – 2
ტაივანი – 1
ფილიპინები – 1

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად