იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1797-თ, გარდაცვლილთა კი 97-ით გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ANSA აქვეყნებს

სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით პორტალ ansa-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა განვლილი 24 საათის განმავლობაში რეკორდულად, 1797-ით გაიზარდა და ამჟამად იტალიაში 9172 ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაა დადასტურებული.

განვლილ 24 სათის განმავლობაში გუშინდელთან შედარებით ნაკლებად გაზრდილია გარდაცვლილთა რაოდენობა – 97 კაცი. სულ იტალიაში კორონავირუსით   463 კაცია გარდაცვლილი

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად