იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 8,3% სამედიცინო მუშაკები არიან

კორონავირუსით დაინფიცირებულ იტალიელთა შორის 8,3% ექიმები არიან. ამის შესახებ პორტალი repubblica წერს.

იტალიაში, დაინფიცირებულთა შორის 2629 კაცი, ანუ დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 8,3% მედიცინის მუშაკია. ეს მაჩვენებელი ჩინეთის ანალოგიურ მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.

17 მარტის მდგომარეობით, ბერგამოში (ლომბარდიის რეგიონი) 600 ოჯახის ექიმიდან 118 დაინფიცირებულია, ხოლო ერთი, 65 წლის ექიმი, გარდაცვლილია.
17 მარტს იტალიაში გარდაიცვალა 57 წლის საერთო პრაქტიკის ექიმი, საერთო პრაქტიკის ექიმთა ფედერაციის მდივანი. ერთი კვირის წინ გარდაიცვალა 67 წლის ოჯახის ექიმი, ვარეზეს სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტი.

სამედიცინო მუშაკთა შორის ინფიცირების ასეთმა დიდმა მაჩვენებელმა ექიმთა გარკვეულ ნაწილში პანიკა გამოიწვია და მათ ფიქტიური მიზეზებით აარიდეს თავი სამსახურში გასვლას. მედიცინის მუშაკთა გარკვეულ ნაწილში გავრცელებულ “შიშს” და “დეზერტირობის” ფაქტებს, ასევე ნეაპოლის საავადმყოფოში 3000-მდე თანამშრომლიდან 249-ის ავადმყოფობის ფაქტს გამოეხმარა ნეაპოლის უდიდესი საქალაქო სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის დირექტორი სირო მაურო:

“მე ვფიქრობ იმ ოპერატორებზე, რომლელებიც მათ ჩაენაცვლნენ და აგრეთვე მათზე, ვინც ფიქტიურ სამედიცინო ცნობას ამოეფარა და სამსახურში თავისი კოლეგები მიატოვა, მარტო დატოვა. ჩვენ არ ვბრაზობთ მათზე, ისინი მხოლოდ გვეცოდებიან. Cardarelli გაარგძელებს მუშაობას და როგორც ყოველთვის საუკეთესო შედეგებს მიაღწევს.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად