იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულმა იმშობიარა. ახალშობილს ვირუსი არ აღმოაჩნდა

იტალიის ქალაქ პიაჩენცაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულმა ლომბარდიელმა იმშობიარა.

ემილია-რომანიას ოლქის რეგიონალური მრჩეველი სერხიო ვენტური აცხადებს, რომ მშობიარობამ პრობლემების გარეშე ჩაიარა და საკეისრო კვეთით გაჩენილ ახალშობილს ვირუსი არ აღმოაჩნდა.
 
ანალოგიური შემთხვევა დღემდე მხოლოდ ჩინეთში მოხდა, სადაც ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ შენსში კორონავირუსით ინფიცირებულმა ქალმა გააჩინა სრულიად ჯანმრთელი ბავშვი.
 
იტალიაში კიდევ ერთი კორონავირუსით ინფიცირებული, 38 წლის ასაკის, რვა თვის ფეხმძიმე ქალი იმყოფება საავადმყოფოში.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად