იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 4207 და გარდაცვალების 475 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ansa ავრცელებს

პორტალის მიერ სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განვლილ 24 საათში იტალიაში ინფიცირების 4207  (681-ით მეტი წინა 24 საათთან შედარებით) ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებმა 35713-ს  მიაღწია.
 
განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გუშინდელზე 130-ით მეტი, 475  კაცი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა გახდა –  2978 კაცი.
 
განაგრძობს მკურნალობას 28710 პირი, რომელთა შორისაც 2257-ის მდგომარეობა არის მძიმე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად