იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 4053 და გარდაცვალების 837 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას repubblica ავრცელებს. repubblica-ს ინფორმაციის თანახმად, განვლილი 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების 4053  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გუშინდელთან შედარებით 3-ით მეტი.

დღემდე, იტალიაში, სულ დაინფიცირების 105792 შემთხვევაა დაფიქსირებული. განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 837 კაცი გარდაიცვალა, გუშინდელთან შედარებით 25-ით მეტი.

დღემდე, იტალიაში, კორონავირუსით სულ 12428 კაცია  გარდაცვლილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად