იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 3590 და გარდაცვალების 368 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ansa აქვეყნებს

პორტალის მიერ სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განვლილ 24 საათში იტალიაში ინფიცირების 3590 (93-ით მეტი წინა 24 საათთან შედარებით) ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებმა 24747-ს მიაღწია. 24 საათის განმავლობაში ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი იტალიაში პირველად დაფიქსირდა.
 
განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გუშინდელზე 193-ით მეტი, 368 კაცი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა გახდა 1809 კაცი. 24 საათის განმავლობაში გარდაცვალების ასეთი ასეთი მაღალი ოდენობა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არის დაფიქსირებული.  
ამ დროისთვის მსოფლიოს 156 ქვეყნის თუ ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილ, მაგრამ არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე და 1 გემზე დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 167291  შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 76588 , ხოლო გარდაცვლილთა 6455 კაცი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად