იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 3497 და გარდაცვალების 175 შემთხვევა დაფიქსირდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი tgcom24.mediaset აქვეყნებს

პორტალის მიერ სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განვლილ 24 საათში იტალიაში ინფიცირების 3497 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებმა 21157-ს მიაღწია. 24 საათის განმავლობაში ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი იტალიაში პირველად დაფიქსირდა.

განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გუშინდელზე 75-ით ნაკლები, 175 კაცი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობამ გახდა 1441 კაცი.

 
ამ დროისთვის მსოფლიოს 149 ქვეყნის თუ ამა თუ იმ ქვეყნის კუთვნილ, მაგრამ არა უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიაზე და 1 გემზე დაფიქსირებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 154155 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არის 74261, ხოლო გარდაცვლილთა 5798 კაცი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად