იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 3233 და გარდაცვალების 349 შემთხვევა დაფიქსირდა

aმის შესახებ ინფორმაციას პორტალი ansa აქვეყნებს

პორტალის მიერ სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად განვლილ 24 საათში იტალიაში ინფიცირების 3233 (357-ით ნაკლები წინა 24 საათთან შედარებით) ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ დადასტურებული ინფიცირების შემთხვევებმა 27980-ს მიაღწია.
განვლილი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გუშინდელზე 19-ით ნაკლები, 349 კაცი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა გახდა 2158 კაცი.
 
განაგრძობს მკურნალობას 23073 პირი, რომელთა შორისაც 1851-ის მდგომარეობა არის მძიმე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად