იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 29-ს მიაღწია

მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში

სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით პორტალ ansa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილ 21 კაცს დღეს კიდევ 8 დაემატა და  გარდაცვლილთა რაოდენობამ  სულ 29 კაცს მიაღწია.
 
ამ დროისთვის იტალიაში 1029 კაცი განაგრძობს მკურნალობას, 50 განიკურნა, ხოლო 29 კი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსით იტალიაში ინფიცირებული იყო 1128 კაცი.
 
მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 2941 კაცი:
 
ჩინეთი – 2835
ირანი – 43
იტალია – 29
სამხრეთ კორეა – 17
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
იპონია – 5
საფრანგეთი – 2
ჰონგკონგი – 2
ტაივანი – 1
ფილიპინები – 1
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად