იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 52-დან 79-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ansa ავრცელებს

სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით პორტალ ansa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2263-ს მიაღწია, რაც 428-ით მეტია გუშინდელთან შედარებით. გარდაცვლილთა რაოდენობა 27-ით გაიზარდა და ამჟამად 79 კაცს შეადგენს. განკურნებულთა რაოდენობა 11 კაცით გაიზარდა და 160 გახდა.
 
ბორელის თქმით გარდაცვლილები 55-დან 101 წლამდე ასაკის, ძირითადად, 70-80 და ზემოთ ასაკის არიან.
 
ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში დადსტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 92819 შემთხვევა. ყველაზე მეტი შემთხვევა მოდის ჩინეთზე – 80152, სამხრეთ კორეაზე – 5186, იტალიაზე – 2502 და ირანზე – 2336.
 
სრულად გამოჯანმრთელებულთა 48469 კაცი.
 
განაგრძობს მკურნალობას 41186 კაცი, რომელთაგან მძიმე მდგომარეობაშია 7161 კაცი.
 
დღეს ინფიცირების შემთხვევები პირველად აღინიშნა არგენტინაში, ლიხტენშტაინში და უკრაინაში და იმ ქვეყნების რიცხვმა, სადაც ინფიცირება ოფიციალურად დადასტურდა, 79-ს მიაღწია.
 
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3164 კაცია, აქედან 3158 კაცი მსოფლიოს 13 ქვეყანაში გარდაიცვალა, 6 კი საკრუიზო გემზე, იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში მდგომზე (დღემდე გემზე 7 გარდაცვლილის შესახებ ცხადდებოდა და რაოდენობის ერთით შემცირების მიზეზი, სავარაუდოდ, ისაა, რომ ინფიცირებულის სხვა ავადმყოფობის შედეგად და არა კორონავირუსისგან გარდაცვალება დადგინდა)
 
ჩინეთი – 2945
იტალია – 79
ირანი – 77
სამხრეთ კორეა – 34
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
აშშ – 6
იაპონია – 6
საფრანგეთი – 4
ჰონგკონგი – 2
ავსტრალია – 1
სან მარინო – 1
ტაივანი – 1
ტაილანდი – 1
ფილიპინები – 1
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად