იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 კაცით გაიზარდა

დღეს ისევ გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა იტალიაში

სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით პორტალ ansa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით გარდაცვლილ 29 კაცს დღეს კიდევ 5 დაემატა და გარდაცვლილთა რაოდენობამ სულ 34 კაცს მიაღწია.
ამ დროისთვის იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1694 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან სრულად განიკურნა 83 კაცი, ხოლო 34 გარდაიცვალა. მკურნალობას განაგრძობს 1577 კაცი, მათგან 140-ის მდგომარეობა მძიმეა.
მთელ მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 3000 კაცს გადააჭარბა და ამჟამად 3001კაცს შეადგენს:
 
ჩინეთი – 2870
ირანი – 54
იტალია – 34
სამხრეთ კორეა – 21
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 7
იპონია – 6
საფრანგეთი – 2
ჰონგკონგი – 2
აშშ –1
ავსტრალია – 1
ტაილანდი – 1
ტაივანი – 1
ფილიპინები – 1
 
ქვეყნების რიცხვს, სადაც ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, დღეს დომინიკის რესპუბლიკა და სომხეთი დაემატა. სულ დღემდე ახალი კორონავირუსი 66 ქვეყანაში დაფიქსირდა. მათგან 7 ქვეყანაში ყველა განიკურნა, ერთში კი ერთი გარდაიცვალა და ორი განიკურნა. ამჟამად კორონავირუსით ინფიცირებულები 58 ქვეყანაში არიან.
 
მოამზადა რაულ კაპანაძემ
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად