იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 107-დან 148-მდე გაიზარდა

ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი ANSA აქვეყნებს

სამოქალაქო თავდაცვის ნაციონალური სამსახურის კომისარ ანჟელო ბორელიზე დაყრდნობით პორტალ ansa-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3296-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 41-ით გაიზარდა და ამჟამად 148კაცს შეადგენს.

ბორელის თქმით, განკურნებულთა რაოდენობა 414-ია, გუშინდელთან შედარებით 138-ით მეტი.

ამ დროისთვის მთელ მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 97877 შემთხვევა. ყველაზე მეტი შემთხვევა მოდის ჩინეთზე – 80430, სამხრეთ კორეაზე – 6088, იტალიაზე – 3858 და ირანზე – 3513.

სრულად გამოჯანმრთელებულთა 54122 კაცი.

განაგრძობს მკურნალობას 40402 კაცი, მათგან მძიმე მდგომარეობაშია 6479 კაცი.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3353 კაცია

ჩინეთი – 3013
იტალია – 148
ირანი – 107
სამხრეთ კორეა – 40
აშშ – 11
საკრუიზო გემი “ბრილიანტის პრინცესა” – 6
იაპონია – 6
საფრანგეთი – 6
ერაყი – 3
ესპანეთი – 3
ავსტრალია – 2
ჰონგკონგი – 2
დიდი ბრიტანეთი – 1
სან მარინო – 1
ტაივანი – 1
ტაილანდი – 1
შვეიცარია – 1
ფილიპინები – 1

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად