იტალიაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა დიდი კლებაა: გარდაცვალება -174; ინფიცირება – 1389

პორტალი repubblica განვლილი 24 საათის კორონავირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს

განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 1389 შემთხვევა დაფიქსირდა, წინა დღესთან შედარებით 511-ით ნაკლები.
 
კორონავირუსით ინფიცირების უფრო ნაკლები შემთხვევები იტალიაში ბოლოს 10 მარტს დაფიქსირდა
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში ოფიციალურად დადასტურდა ინფიცირების 210717 შემთხვევა.
 
განვლილ 24 საათში იტალიაში კორონავირუსით 174 კაცი გარდაიცვალა, 300-ით ნაკლები, ვიდრე წინა დღეს.
 
კორონავირუსით გარდაცვლილთა უფრო ნაკლები რაოდენობა იტალიაში ბოლოს 10 მარტს დაფიქსირდა.
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, იტალიაში კორონავირუსი გარდაცვლილია 28 884 კაცი.
 
ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა გუშინდელთან შედარებით 115-ით შემცირდა, 17242-მდე. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი პაციენტების ოდენობა, 1501 პაციენტიამდე, გუშინდელთან შედარებით 38-ით არის შემცირებული.
 
განკურნებულთა რაოდენობა გაიზარდა 1740-ით გაიზარდა 79914-დან 81 654-მდე, რაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 38,75%-ია.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად